“აი, უცებ აცახცახდი და გგონია, რომ ჩემმა სიტყვებმა რისხვა მოგგვარა?” – ალეკო შუღლაძე

„ხრუშჩოვკაში“, ძველ, ათას ზე გადამხტარ ბინას რომ ყიდულობ და იქ ევრორემონტს აკეთებ, უკვე ერთი თვეა რაც ანგრევ, ანგრევ და ანგრევ… გინდა, რომ 36 კვადრატულიდან 84 გამოიყვანო? დიდი შანსია, არ გამოგივიდეს, მეცნიერების ერთი დარგი შეგიშლის ხელს – მას გეომეტრია ჰქვია.
სურვილი გაქვს, ტუალეტში მოსა*მელად მარცხნიდან შეხვიდე, ეს დასაფასებელია, მაგრამ მო*მის მერე ხომ მაინც მარჯვნიდან მოგიწევს გამოსვლა. ეს კი გაგაწბილებს. ტუალეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფართოვდება დამაჯერებლად თუ მას მისაღებ ოთახს მიუერთებ. ანუ ამ შემთხვევაში ტუალეტში ყველაფერი ეტევა: სარეცხის მანქანა, საშრობი, ტელევიზორი, ტახტი, ბუფეტის კარადა და ერთი დიდი პუფიც. მაგრამ შესასვლელი კარი უნიტაზიდან შორს იქნება და საკეტის მოშლის შემთხვევაში ხელით ვეღარ დაიჭერ. აი, უცებ აცახცახდი და გგონია, რომ ჩემმა სიტყვებმა რისხვა მოგგვარა? არა, ჩემო პატარავ, ეს მეტრომ გაიარა ქვემოთ… უი, არ იცოდი, 1966 წლიდან მატარებელი რომ გვაზანზარებს? ჰო, ჰო, მიდი, მაგრად დაიჭი ეგ ბზარები, უფრო არ გაფართოვდეს… უმჯობესია, ცემენტით ამოავსო. ალბათ არ უშველის, მაგრამ დაიჯერებ, რომ ნგრევა შეაჩერე.
პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, რომ შენს ზედა მეზობელს დღემდე ჰგონია, რომ ტრაპი აქვს. აიხედე ხომ ზემოთ? არ არის ხომ ჭერი? მეც ეგ მიკვირს, როგორ ახერხებს ეგ ზედა მეზობელი, წონასწორობის დაჭერის რა საიდუმლოს ფლობს, რომ შენთან არ ვარდება?

ასევე დაგაინტერესებთ