“აი, ეს ხალხია ქართული ოცნების ახალი ლიდერები” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, :
— ქართული ოცნების ახალი ლიდერები – ჭანტურიას ედპ-ს და მხედრიონის ზონდერები შარმანაშვილი და ქადაგიშვილი , რომლებიც ჯაბა იოსელიანმა დააჯილდოვა კანონიერი ხელისუფლების დამხობის და “ ზვიადისტების” მასობრივი მკვლელობების გამო – ერთი საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დანიშნა-მეორე სამხედრო საბჭოს წევრად
— დღესავით მახსოვს 1992 წლის იანვრის ბოლო ( მაშინ მხედრიონის მიერ ძებნაში ვიყავი ) – ედპ-ს ლიდერი ჭანტურია , შარმანაშვილი ,ქადაგიშვილი და სხვები როგორ გამოვიდნენ ტელევიზიით , კატეგორიულად – დუჟმორეულებმა – სისხლს მოწყურებულებმა როგორ მოითხოვეს კიტოვანისგან და გელა ლანჩავასგან ყველა ე.წ. ზვიადისტის ლიკვიდაცია ან დაპატიმრება. ედპ მაშინ განაცხადა,რომ ხელთ აქვთ თბილისში მცხოვრები ყველა ზვიადის მომხრის სახლის მისამართები და დაიწყო გამსახურდიას მხარდამჭერთა ოჯახების დარბევა-დაპატიმრება , მიტინგების დახვრეტა და ა.შ. — 1992 წლის იანვარში ჭანტურია-ქადაგიშვილ-შარმანაშვილის და მხედრიონის მეთაურობით დაიწყო ე.წ.ზვიადისტების ოჯახების მასობრივი აწიოკება , მშობლების და ოჯახის წევრების დაპატიმრება , წამება , მკვლელობა და ყველა სხვა უბედურება ( ეს ის პერიოდია “ დემოკრატია ლობიოობა არ არისო “ ჯაბამ რომ განაცხადა ) — სწორედ ედპ-ს და მხედრიონის მიერ დაიწყო მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა და ამას მოყვა მასობრივი მკვლელობა ჯერ დიდუბის მეტროსთან , 2 თებერვალს ცირკთან , დელისის მეტროსთან,წალენჯიხაში,ზუგდიდში და ა.შ. — ოცნების ედპ-ს და მხედრიონის დეპუტატები ის ხალხია , რომლებიც ხონში , ზუგდიდში , წალენჯიხაში პირდაპირ ფეხებში ესროდნენ ზვიადის უბრალო მომხრეებსაც კი . პირადად ჭანტურია და ეს ოცნების ახალი ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ უდანაშაულო ქართველებს მხოლოდ იმის გამო რომ განსხვავებული აზრი ქონდათ ( ედპ-ს ეს სადიზმი თავის წიგნში “ სამი განზომილება” ჯაბა იოსელიანმაც კი აღწერა ) — აი ეს ხალხია ქართული ოცნების ახალი ლიდერები და ვინც არ იცოდით – დღეის მერე ვინც ამ ნაძირალა-პუტჩისტებს გვერდით დაუდგება ისიც ისეთივე მხედრიონელ-ედპ-შნიკი მოღალატე იქნება როგორც ჭანტურია,კიტოვანი , ჯაბა და სხვა ბერბიჭაშვილები
— და საერთოდ სასწრაფოდ ამოთხარეთ და გადაასვენეთ დიდუბიდან ჯაბა და ქაშუეთიდან ჭანტურია . სამშობლოს მტრების და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდია მკვლელები ეკლესიის წმინდა მიწაში არ უნდა განისვენებდნენ . მათი ადგილი იქააა , სადაც ერთ დროს მთაწმინდაზე დასვენებული და ამოთხრილი ილიას მკვლელი ფილიპე მახარაძეა

ასევე დაგაინტერესებთ