აი, ეს იქნება 36 კვირის მერე, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშში, ტერორში აცხოვროთ ხალხი – პაატა მანჯგალაძე

“ნუ გეშინიათ, 36 კვირის შემდეგ იქნება ოპოზიცია კოალიციური მმართველობით, პირველსავე კვირაში შესაძლებელია, რომ 400 ათას პენსიონერს, რომელსაც აქვს მაღალი დავალიანება, ამის გასტუმრება მოხდება, 200 ლარით მყისიერად გაიზრდება პენსია, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, მოვაგვარებთ მათი კვების პრობლემას. ასევე დავიწყებთ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ემიგრანტებმა დაიწყონ დაბრუნება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყოს სახელმწიფოს გვერდში დგომის შესაბამისი პროგრამები, პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, აი, ეს იქნება 36 კვირის მერე, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშში, ტერორში აცხოვროთ ხალხი”- განაცხადა მ 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
Previous: სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ – ანა წითლიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ასევე დაგაინტერესებთ