აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე – ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძეზე

აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე – ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძეზე
აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ… ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე.
გვენეტაძე აღნიშნავს, რომ აპროტესტებდა რუსეთთან ავიაფრენების აღდგენას და ახლა კი უსირცხვილოდ იძახის – მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო.
„აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან. დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ… ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა!
ეს არის სახე იმ შუბლძარღვგაწყვეტილის, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა რატომ აღდგა ავიაფრენები რუსეთთანო!
ეს არის სახე იმ კოლაბორაციონისტის, რომელიც -დან ჩამოსვლის შემდეგ ბღაოდა. ვაშინგტონში გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო!
ეს სამშობლოს სიყვარულზე აცრილი დარბოდა ბრიუსელის დერეფნებში, უსაფრდებოდა ტუალეტებთან ევროდეპუტატებს და მუხლებდაჩოქილი სთხოვდა არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო!
ეს უსამშობლო ხაოდა საქართველოდან სანქცირებული საქონელი გადის რუსეთშიო! ეს კლასიკური ტიპის ყორღანაშვილი ყიოდა დაუწესეთ საქართველოს სანქციები!
ახლა კი უსირცხვილოდ იძახის ეგ შუბლისძარღვის გარეშე დაბადებული -” მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო!”
რას ვიზამთ ასეთია უსამშობლო, ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილ-ნეოტროცკისტ ჭიჭიკო ვაშაძის საშინელი ხვედრი!“, – წერს გვენეტაძე.
Previous: დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ, ამისთვის მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება