“აი, ეგ 83% მანახეთ ვინ არიან და სად, და მერე თუ გინდა მამკლა… ამათი მეზღაპრე-მოქეიფე…” – ოქრუაშვილია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი Gallup international-ის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს ომის შემთხვევაში და წერს:
აი ეგ 83% მანახეთ ვინ არიან და სად, და მერე თუ გინდა მამკლა. ამათი მეზღაპრე-მოქეიფე რა ვთქვი, თუ ერთმანეთში ომს არ გულისხმობდა გამოკითხვა.
ცნობისთვის, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:
· სომხეთი — 96%;
· — 94%;
· აზერბაიჯანი — 88%;
· — 86%;
· საქართველო — 83%.
ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:
· იტალია — 78%;
· ავსტრია — 62%;
· გერმანია — 57%;
· ნიგერია — 54%;
· ესპანეთი — 53%.

ასევე დაგაინტერესებთ