“აი, ეგეთ დღეში ვიყავით საბჭოეთში” – ალეკო შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე:
80-იანების შუაში საბჭოთა კავშირი რომ კვდებოდა და ვერა და ვერ მოკვდა, ჩემი თანამშრომელი მოვიდა საამქროში, ქარხანაში ვმუშაობდით მაშინ და აი, რა მითხრა:
– ყვავილები მიხმება სახლში. დამნაშავე ჩემი ვაჟია, რომელიც როკ მუსიკას უსმენს და ამ როკ მუსიკამ ყვავილები გაახმოო. განსაკუთრებით ერთი სიმღერა აქვს ამოჩემებული, სულ იმას ატრიალებს და თავს ხომ იღუპავს, მცენარეებსაც ღუპავს. წამო რა, დაელაპარაკე, იქნებ დაგიჯეროს, ჭკვიანი კაცი ჩანხარო. – ეგეთს რას უსმენს-მეთქი? – რასო და დეეპ პურპლესო. მელომანობა ახალი დაწყებული მქონდა, ბევრ რამეში ვერ ვერკვეოდი. მაინც წავედით, მივედით, ოთახში შევედი. აბა, რას უსმენ, მეც მომასმენინე-მეთქი. ეს სიმღერა აღმოჩნდა Deep Purple-ის Sail Away. რომელიც შემდგომში ჩემ საყვარელ სიმღერად იქცა. იქაც, იმ მომენტში, ერთი 5-ჯერ მოვუსმინე, ვითომ ყვავილებზე ზეგავლენას ვამოწმებდი. – აბა, რას იზამს, დაანებებს თავსო? – მკითხა თანამშრომელმა. – არა მგონია, თავი დაანებოს, მაგრამ შენ იქით პარალელურად „Песняры“-ის მოუსმინე და ეგ გაანეიტრალებს-მეთქი. ძალიან გაუხარდა. აი, ეგეთ დღეში ვიყავით საბჭოეთში.
პ.ს. წლების მერე შემხვდა და მითხრა, როგორც დამარიგე, ისე მოვიქეცი და გადავარჩინე ყვავილებიო.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია