აი, ასეთი “მადლიერება” იცის თურმე გიორგი გახარიამ – გოჩა ტყეშელაშვილი

აი, ასეთი “მადლიერება” იცის თურმე გიორგი გახარიამ – გოჩა ტყეშელაშვილი
გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ …ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად “ჩაიჭრა” მე მხოლოდ ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ, – ამის შესახებ ტელეწამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.
გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ისარგებლა 2024 წელს საპარლამენტო ს დროს ტელეწამყვანის მხარდაჭერით და პარტიის მიერ მოპოვებული 8% ხმებიდან 2.5% მისი დამსახურებით მიიღეს.
ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიამ ის სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩახსნა საპარლამენტო სიიდან, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებია. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ის “ გამოიყენა და გადააგდო”.
“გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ …
ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად “ჩაიჭრა” მე მხოლოდ ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ …
საქართველოს მოსახლეობისთვის, ერსა და ბერში ცნობილია, რომ მე, გოჩა ტყეშელაშვილს, ძალიან მიყვარს საქართველოს მომავალი თაობა და ახალგაზრდობა, ოჯახები და ეროვნული ტრადიციები … ამიტომაც, დაუღალავად ვქმნი ისეთ მაღალტექნოლოგიურ გლობალურ და ექსკლუზიურ პროექტებს, რომლებიც მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება. მაგ: “ეტალონი”, izrune.ge, EGMU.GE და ა.შ. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტებს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება … და ისარგებლა რა, ჩემი გულწრფელობით და კიდევ სხვა ფაქტორებით, 2024 წლის საპარლამენტო სას გახარიას (მის მაშინდელ გუნდს) იმდენად აქტიურად, აბსოლუტურად უანგაროდ და გულითადად დავუჭირე მხარი, რომ არჩევნების შემდგომ არაერთხელ აღიარეს, მათი მოპოვებული ხმებიდან (8%) დაახლოებით 2,5% ჩემი აქტიურობის და ცნობადობის დამსახურება იყო …
ჰოდა, გავიდა 8 თვე და თურმე, 2025 წლის მაისში საპარლამენტო სიიდან, სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩამხსნა, რომ არც უთქვამს და მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყვე …აქ მთავარი ის არის, რომ არც პარლამენტში შესვლა მიწევდა, არც პარტიის წევრი ვიყავი და საერთოდ პოლიტიკა ან/და თანამდებობა არც არასდროს მაინტერესებდა, ჩემი ინტერესი მხოლოდ აღზრდა-განათლების მაღალტექნოლოგიური მასშტაბური და ექსკლუზიური პროექტების განხორციელება იყო, არის და იქნება … ჰოდა, გავიდა თვეები, არაფერი ვიცოდი და თურმე, გამომიყენა და გადამაგდო, ადამიანურად ძალიან განვიცადე …
აი, ასეთი “მადლიერება” იცის თურმე გიორგი გახარიამ და ამიტომაც 1 ოქტომბერს, გერმანიაში ბინადრობაში მყოფს, ოფიციალურად მწარე სიმართლის წერილით მივმართე და პასუხ(ებ)ს ვითხოვდი. თვეზე მეტი გავიდა, პასუხი არ გაუცია და საერთოდაც არ შემხმიანებია. დარწმუნებული ვარ წერილში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები დაგაინტერესებთ. ამიტომაც, აქვე ვაქვეყნებ (იხილეთ პირველ კომენტარში) და წაიკითხეთ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ … დასკვნები თავად გააკეთეთ … და აქვე სხვა ოპოპოლიტიკოსებსაც მინდა მივმართო: ხალხის ნდობას რომ ითხოვთ, ვინც გენდოთ იმათ რა დამართეთ ?!
P.S. დარწმუნებული ვარ დაღალატების ეს უდიდესი გულისტკივილი გადამივლის, ფიზიკურადაც ჯანზე მოვალ და კვლავაც საქართველოს მომავალზე დაუღალავ ზრუნვას დავუბრუნდები … ჩემი პროექტების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერასაც მოვიპოვებ და სახელმწიფოსთან ერთად, უამრავ 100 000-ობით ოჯახს მალევე გავახარებთ !!!
ბედნიერება ყველას სჭირდება !!!
ბედნიერება თქვენს ოჯახებს!”- წერს გოჩა ტყეშელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა