ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.
“იუვენტუსის” ყოფილი მეკარის თქმით, ტოსკანელი სპეციალისტის პიროვნული თვისებებით აღფრთოვანებულია.
“სპალეტი განსხვავებული სპეციალისტია, ყველაფრისთვის მზადაა, ყველანაირი დეტალი გათვლილი აქვს. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით, თუმცა მიხარია, რომ როგორც იქნა, მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს”, – განაცხადა ბუფონმა.
შეგახსენებთ, ბუფონი იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელის როლს ასრულებს.