აითაჯ შახმაროვას საქმე – 14 წლის გოგოს გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული 27 წლის მამაკაცი მძიმე დანაშაულის ჩადენას დღემდე არ აღიარებს

14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის დღესაც დაიხურა. დარბაზში არც ბრალდებულ ასიმ ასლანოვის ოჯახის წევრები შეუშვეს. დაკავებულის ახლობლებმა, თელავის რაიონული სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.
14 წლის აითაჯის გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმეზე, დღეს არსებითი განხილვები დაიწყო. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურორისა და ადვოკატის შესავალი სიტყვები მოისმინა, მტკიცებულებების გამოკვლევა კი მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. დაიკითხებიან მოწმეები. სულ, დასაკითხთა სიაში 60-მდე პირია.
პროცესს ბრალდებული ასიმ ასლანოვიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვის უფლებით არ ისარგებლა და მხოლოდ ის თქვა, რომ წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ თვლის. მძიმე დანაშაულის ჩადენას 27 წლის მამაკაცი დაკავების დღიდან არ აღიარებს. მომხდართან დაკავშირებით, ასლანოვმა ვრცლად 11 ოქტომბერს ჩატარებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ირწმუნებოდა რომ იარაღი პნევმატიკური ეგონა, 14 წლის აითაჯის ასაკს კი მოზარდის დედა უმალავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ ასლანოვი უარს ამბობს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
14 წლის აითაჯის საქმეზე ბრალდების მხარე დეტალურად არ საუბრობს, რადგან მსხვერპლი არასრულწლოვანია. პროკურორის თქმით, დაკავებული ასიმ ასლანოვის წინააღმდეგ, უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა.
აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს სულ 5 პირი ჰყავთ დაკავებული. მათ შორის – მოზარდის დედა. მშობელი შვილის ქორწინების იძულებასა და შეუტყობინებლობაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, ეგანე მაგარამოვამ, ძმასთან ერთად, 13 წლის აითაჟის 27 წლის მამაკაცზე დაქორწინება, გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, დაგეგმა. არასრულწლოვნის დედა და ბიძა, ბრალს არ აღიარებენ.
14 წლის აითაჯ შახმანოვა 6 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასიმ ასლანოვმა გოგონას მაშინ ესროლა, როდესაც მოზარდი მოძალადისგან გაქცევას ცდილობდა. მკვლელობა ბრალდებულის ბიძის სახლის ეზოში მოხდა. ბიძა და ბიძაშვილიც, პოლიციამ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მომხდარიდან მალევე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ