“აიაქსმა” მოიგო – მიქაუტაძე არ ათამაშეს

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-16 ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „სპარტას“ 2:1 სძლია.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ისევ სათადარიგო იყო.
„აიაქსმა“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 24 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 დეკემბერს ევროპა ლიგაზე სახლში აეკ-თან გამართავს.
აიაქსი – სპარტა 2:1
გოლები: 1:0 ბრობი (8), 2:0 ბერგვეინი (42, პენ), 2:1 ნეგლი (55)