“აიაქსის” “ვაალვიკთან” მატჩი 84-ე წუთიდან განახლდა – ამსტერდამულმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ვაალვიკს“ 3:2 ამარცხებდა, მაგრამ მატჩი 84-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის ეტიენ ვასენის მძიმე ტრავმის გამო შეწყდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი ვასენი გამოჯანმრთელდა, თამაში კი დღეს განახლდა და ანგარიში არ შეიცვალა – ამსტერდამულმა გუნდმა 3:2 მოიგო. შეხვედრის შემდეგ ვასენი “აიაქსის” თავდამსხმელ ბრიან ბრობის ესაუბრა, რომელთან შეჯახების შედეგადაც მიიღო ტრავმა.
“აიაქსის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.
“აიაქსი” 21 ქულით მეექვსე ადგილზეა და 9 დეკემბერს “სპარტას” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში