ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხებთ, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ კატარში მდებარე აშშ-ის ავიაბაზაზე ირანის იერიშის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ ზიანი არავისთვის მიგვიყენებია, აგრესიას არავისგან მივიღებთ და არც არავის აგრესიას დავემორჩილებით. ეს ირანელი ერის ლოგიკაა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
