აიათოლა ალი ხამენეი ირანის შეიარაღებულ ძალებს – შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, „მტრის ტაქტიკა შეისწავლონ“.
მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ს წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული ოპერაციისთვის.
“განუწყვეტლად მისდიეთ სამხედრო ინოვაციებს და შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა”, – მიმართა ირანის უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. პარასკევს, -ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ