აიათოლას მრჩეველი: ირანი ბირთვულ დოქტრინას შეცვლის, თუ ისრაელი მას საფრთხეს შეუქმნის

აიათოლა ხამენეის მრჩეველმა კარნალ ხარაზიმ ირანის სტუდენტურ ქსელთან შეხვედრისას თქვა, რომ თუ ირანს საფრთხეს შეუქმნის ირანი თავის ბირთვულ დოქტრინას შეცვლის. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ბირთვულ საკითხებში აიათოლა ხამენეის მრჩეველმა ხარაზიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლია, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შეუძლიათ.
“ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ბირთვული ბომბის შექმნაზე, თუმცა თუ ირანის არსებობას საფრთხე დაემუქრება, არ დაგვრჩება სხვა არჩევანი გარდა ჩვენი სამხედრო დოქტრინის ცვლილებისა” – თქვა კარნალ ხარაზიმ.
აქამდე თეირანი მუდმივად ამტკიცებდა, რომ მათი ბირთვული პროგრამა არა სამხედრო, არამედ ენერგეტიკული დანიშნულების იყო. დასავლური სახელმწიფოები წლების მანძილზე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ირანს რეალურად ბირთვული იარაღის შექმნა სურს.
2024 წლის აპრილში ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. სპორადული კონფრონტაციები აჩენდა რისკებს, რომ კონფლიქტი რეგიონული მასშტაბის გახდებოდა და ირანი ღიად ჩაერთვებოდა ომში ისრაელის წინააღმდეგ.