ათიდან ცხრა ჩეხი საყიდლებზე მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით დადის – კვლევა

ათიდან ცხრა ჩეხი საყიდლებზე მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით დადის – კვლევა
ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩეხების აბსოლუტური უმრავლესობა – 90% – საყიდლებზე სიარულის დროს თან ატარებს მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კვლევამ აჩვენა, რომ ჩეხები აქტიურად ზრუნავენ გარემოზე: ოჯახების 92% რეგულარულად ახარისხებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ხოლო 63% ორგანულ ნივთიერებებს კომპოსტირებას უკეთებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი შეგნებულად გაურბის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას და უპირატესობას მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებსა და კონტეინერებს ანიჭებს.