აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვების ტარიფები 350%-ით გაიზარდა

აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვები გაძვირდა. ტენდენცია ნოემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ტარიფების დაახლოებით 350%-იანი ზრდა ფიქსირდება.
როგორც IBEX Logistics-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სერვისების გაძვირება ს ომს უკავშირდება. შესაბამისად, როგორც თათარაშვილი აღნიშნავს, გადაზიდვების გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. სატარიფო ცვლილება ევროპიდან და -დან გადაზიდვებზე არ ვრცელდება.
,,საზღვაო მიმართულებაზე ფასებმა რეალურად ძალიან მოიმატეს. საუბარია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაზე, რომლის ფასიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად მატულობს. ამას აქვს საკმაოდ მყარი საფუძველი: საზღვაო ხაზები წითელ ზღვაში არ შედიან, ამიტომ გადამზიდავებს უწევთ ხმელთაშუა ზღვაში გადამისამართება, რამაც კატასტროფულად გაზარდა ფასები. ეს არის ერთადერთი გამოწვევა, რის დალაგებასაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევთავაზოთ მომხმარებლებს. საკმაოდ დიდი სხვაობაა, გადაზიდვები 300-350 პროცენტით არის გაძვირებული და ეს პროცესი გრძელდება. როგორც ვახსენე, ისრაელის ომის გამო წითელ ზღვაში რამდენიმე კომპანიას გადაზიდვებისას პრობლემა შეექმნა. მათ შორის მეკობრეების მხრიდანაც, ორი შემთხვევა გემის გატაცებას უკავშირდება. ამიტომ უწევთ მთლიანად აფრიკის კონტინენტისთვის წრის შემოვლა და მერე შემოსვლა ხმელთაშუა ზღვაში, რაც თავისთავად მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ტარიფები გასამმაგებულია. თუმცა აზიისა და აშშ-ს მიმართულებით ფასები სტაბილურია“, – ამბობს ლევან თათარაშვილი.
ამ ეტაპზე აზიის მიმართულებით თითო კონტეინერის გადაზიდვის საფასური 6500 დოლარამდეა. 2023 წლის ნოემბრამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1800 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გადაზიდვებზე ტარიფების ზრდის პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო და ზოგ შემთხვევაში 800-900%-ით გაძვირდა.
გარკვეული ცვლილება მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდშიც განიცადა, მაგრამ სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა.
რაც შეეხება კომპანია IBEX Logistics-ს,საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას ახორციელებს. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია 2017 წელს დაარსდა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ