აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჯონ ვინდსორმა Reuters-სთან ინტერვიუში ირანის მხრიდან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო ბოიკოტზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ირანის ფეხბურთის ფედერაციისგან ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
“ახლა ძალიან ემოციური მომენტია. ყველაფერი საბოლოოდ ირანის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს. ისინი ჩვენი წევრები არიან, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს და გვინდა, რომ ტურნირზე ითამაშონ.
მათგან ჯერჯერობით უარის მთქმელი არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია და ვიმედოვნებ, რომ პრობლემებს მოაგვარებენ და მუნდიალზე იასპარეზებენ”, – თქვა ვინდსორმა.
ადრე, ირანის სპორტის მინისტრმა აჰმად დონიამალიმ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ გეგმავს. მან ასევე მოუწოდა FIFA-ს, -ის ჩამოართვას ტურნირის მასპინძლობის უფლება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა.