აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიქმეთ ჰაჯიევი, სოციალურ ქსელში წერს, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა.
“სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების 30-წლიანი ოკუპაციის დროს, როდესაც მილიონობით აზერბაიჯანელი იყო სისხლიანი ეთნიკური წმენდის ქვეშ, შეერთებული შტატები იდგა აგრესორი სომხეთის გვერდით. დღესაც, იგივე პოლიტიკა გრძელდება – იმავე ფორმითა და გამოვლინებით. Aurora Prize-ის ქოლგის ქვეშ, სამანტა პაუერი, შეეკრა ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქსა და ფულის გამთეთრებელს, რუბენ ვარდანიანს, რომელიც ასევე აფინანსებდა სეპარატიზმს უკრაინაში. საინტერესოა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს Troyka Dialogue Banker(s)-ის დამფუძნებლის – რუბენ ვარდანიანის სანქცირება, ფულის გათეთრების სქემების გამო. რუბენ ვარდანიანი ასევე გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას შეერთებული შტატების მხარდაჭერილი სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური სპეკულაციები ე.წ. Aurora Prize-ის ფარგლებში – ალბათ, ეს ყველაფერი რუბენ ვარდანიანისა და სამანტა პაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესები იყო. ნიღბები მოხსნილია! აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარაა“, – აცხადებს ჰაჯიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია