აზერბაიჯანში Abzas Media-ს ჟურნალისტი გაუჩინარდა – გამოცემის თანამშრომლები

აზერბაიჯანული მედია გამოცემის Abzas Media-ს ხელმძღვანელი ულვი ჰასანლი ბაქოს აეროპორტის გზაზე, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელს” გამოცემის მთავარმა რედაქტორმა სევინჯ ვაგიფგიზიმ განუცხადა.
მისი ცნობით, გამოცემის დირექტორი დღეს, 20 ნოემბერს საზღვარგარეთ მიფრინავდა და სახლიდან დილის 04:30 საათზე გავიდა. თუმცა, მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა და არც თვითმფინავის მგზავრებს შორისაა.
სევინჯ ვაგიფგიზის ვარაუდით, მისი სავარაუდო დაკავება/გატაცება, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება – Abzas Media ამჟამად მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ბიზნესებზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა.
გამოცემის ცნობითვე, ჰასანლი უკვე ყოფილა დაკავებული აქამდეც, როდესაც ბაქოში აშშ-ს საელჩოსთან ფემინისტების აქცია-ფლეშმობს იღებდა. მაშინ საელჩოს დაცვამ ის დააკავა და პოლიციას გადასცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან