აზერბაიჯანში Abzas Media-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანში ონლაინ გამოცემა Abzas Media-ს დირექტორის, ულვი ჰასანლის 20 ნოემბერს გატაცება/დაკავების შემდეგ, დღეს, 21 ნოემბერს გამოცემის რედაქტორი, სევინჯ ვაგიფგიზიც დააკავეს. პოლიციამ ევროპიდან სტამბოლის გავლით მომავალი სევინჟ ვაგიფიზი ბაქოს აეროპორტშივე დააპატიმრა.
სევინჯ ვაგიფგიზის გუშინდელი განცხადებით, მან არ გამორიცხა, რომ გამოცემის დირექტორის აეროპორტის გზაზე გაუჩინარება და სავარაუდო დაპატიმრება, აზერბაიჯანელი მაღალჩნოსნების ოჯახის წევრების ბიზნესებზე გამოცემის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. მოგვიანებით, Abzas Media-ს რედაქციაში ჩხრეკა დაიწყო. გამოცემის დირექტორი კი “რედაქციაში ნაპოვნი 40 ათასი ევროს კონტრაბანდაში” დაადანაშაულეს.
კავკაზსკი უზელის ცნობით, სევინჯ ვაგიფგიზი წარსულში თანამშრომლობდა Meydan.Tv-სთანაც, სადაც წერდა ადამიანის უფლებებზე, პოლიტპატიმრებზე და სხვა სოციალურ პრობლემებზე. ამასთან, ის თანამშრომლობდა OCCRP (Organised Crime and Corruption Reporting Project), სადაც აზერბაიჯანში კორუფციის საკითხებზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს აკავებს და ასამართლებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით . ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს