აზერბაიჯანში ფოტოჟურნალისტი აჰმედ მუხტარი დააკავეს

ფოტოჟურნალისტი აჰმედ მუხტარი „Meydan TV-ს საქმესთან“ დაკავშირებით დააკავეს.
როგორც Meydan.tv წერს, სასამართლომ აჰმედ მუხტარს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აჰმედ მუხტარი „Meydan TV-ს საქმეზე“ დაკავებული რიგით მე-12 პირია.
გამოცემის ცნობითვე, „Meydan TV-ს საქმეზე“ დაპატიმრებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამკაცრდა. ბრალდებულებს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები: 192.2.2 (კანონგარეშე მეწარმეობა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით), 192.2.3 (ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 93-1.3.1 (დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზება), 206.4 (კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 213.2.1 (გადასახადების გადახდისგან თავის არიდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 320.1 (დოკუმენტების გაყალბება), 320.2 (ყალბი დოკუმენტების გამოყენება).
საქმეზე დაკავებული ჟურნალისტები მთლიანობაში სისხლის სამართლის კოდექსის 8 მუხლით არიან ბრალდებულნი.
დაკავებული ჟურნალისტები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ისინი კრიტიკული პროფესიული საქმიანობის გამო ისჯებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს