აზერბაიჯანში რკინით გამდიდრებული ფქვილი გაიყიდება

აზერბაიჯანში რკინით გამდიდრებული ფქვილი გაიყიდება. ამის შესახებ საჯარო მოსმენაზე – „სასურსათო უსაფრთხოების სისტემა და მისი როლი ერთიან ჯანდაცვის კონცეფციაში“, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (AFSA) თავმჯდომარემ, გოშგარ თაჰმაზლიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რკინადეფიციტური ანემიის პრევენციის მიზნით, ხორბლის ფქვილის გამდიდრებასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი: „ფქვილის რკინით გამაგრების პროცესი განხორციელდება პურის მწარმოებელ საწარმოებსა და ფქვილის ქარხნებში. ამრიგად, ჩვეულებრივ ფქვილთან ერთად, საცალო ქსელებში გაიყიდება რკინით გამდიდრებული ფქვილიც,“ – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი, ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას – აშშ-ის საელჩო