აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 29.49 პროცენტი შეადგინა.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ს შეადგენს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი დარეგისტრირდა. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებულია 598 საერთაშორისო დამკვირვებელი.
შეგახსენებთ, 28 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება