აზერბაიჯანი სომხურ მხარეს საზღვარზე მისი არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
„24 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის ჰეიდერაბადის დასახლების მიმართულებით“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა – წარმოუდგენელია, ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ ევროპას ვერ ეღირსებით