აზერბაიჯანი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უხარისხო მედლების ჩანაცვლებას სთხოვს

აზერბაიჯანის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NOC) განაცხადა, რომ მან მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) პარიზის ოლიმპიადისას მიღებული უხარისხო მედლების გამოცვლის მოთხოვნით.
პარიზში აზერბაიჯანის ნაკრებმა ორი ოქრო (ძიუდო), ორი ვერცხლი (ტაეკვონდო, კრივი) და სამი ბრინჯაო (ჭიდაობა) მოიპოვა.
პრეტენზიები მედლების გამოცვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულების მხრიდან, კერძოდ, ამერიკელი სკეიტბორდისტი ნიჯა ჰუსტონისა და ფრანგი მოცურავე მაქსიმ გრუსეტისგან.
La Lettre-მ 13 იანვარს დაწერა, რომ სპორტსმენებმა უკვე დააბრუნეს 100-ზე მეტი დაზიანებული ჯილდო, რომელიც გაკეთდა პარიზის ზარაფხანის მიერ.