აზერბაიჯანი რუსეთს მასშტაბურ კიბერშეტევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის პარლამენტის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე რუსეთს მასიურ კიბერშეტევაში ადანაშაულებს – რამიდ ნამაზოვი აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალს ქვეყანაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან ოფიციალური მოსკოვი დგას.
როგორც ნამაზოვი ამბობს, გამოძიებამ დაადასტურა, რომ 20 თებერვლის კიბერშეტევა ჯგუფმა АРТ29 განახორციელა (ასევე ცნობილია როგორც Cozy Bear), რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული.
AРТ29-ის საქმიანობა, რომელიც დაკავებულია კიბერ შპიონაჟით, ძირითადად მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნამაზოვმა.
რამიდ ნამაზოვი კიბერშეტევის საბაბად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 3 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საუბარია “კანონმდებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევის გამო” ბაქოში ს სახლის დახურვასა და რუსული რადიო “სპუტნიკის” აზერბაიჯანული ფილიალის დახურვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს – ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია