აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ამკაცრებს

აზერბაიჯანი ს მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის წესს ცვლის.
როგორც მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება იგეგმება.
„როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი ყოფნისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და სარკისებური პრინციპებიდან გამომდინარე”, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
მოქმედი წესით რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა დაშვებულია დღეების “განულება”, საზღვრის გადაკვეთის და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების გზით. იანვრიდან კი აღნიშნული მექანიზმი აღარ იმუშავებს.