აზერბაიჯანი კარანტინის რეჟიმს 2 აპრილამდე ახანგრძლივებს – აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს“, – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.
მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში