აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცესკო ავრცელებს.
„7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი
საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რომლის კანდიდატურა პარტიამ „იენი აზერბაიჯანმა“ („ახალი აზერბაიჯანი“) წარადგინა“, – ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების განკარგულებას ხელი 7 დეკემბერს მოაწერა, ხოლო მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა 15 დეკემბერს წარადგინა.
