აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ციხეში 89-ე დღეა შიმშილობს

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ბოლოს მეუღლე 13 დეკემბერს ნახა. მისი თქმით, სადიგოვი შიმშილობას უკვე 89-ე დღეა აგრძელებს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
“მან წონაში ძალიან დაიკლო, მხოლოდ ძვალი და ტყავიღა დარჩა. ძალიან სუსტადაა და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. აფგანი აგრძელებს შიმშილობას. სამწუხაროა, რომ აქ სახელმწიფო კანონს არ ექვემდებარება. ისინი ალიევის რეჟიმის ბრძანებების შესაბამისად მოქმედებენ. აფგანი ძალიან დასუსტდა, სულ ამბობს, რომ ძალიან სცივა, ასეთ მდგომარეობაში, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად დიდხანს ყოფნა შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რა მოხდება სამომავლოდ, მაგრამ დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა,” – ამბობს სადიგოვის ცოლი.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შესახებ, სევინჩ სადიგოვა ფიქრობს, რომ პროცესი რაღაც დროით გაიწელება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ დაკავების იზოლატორში შიმშილობს.“
როდის მოხდება ექსტრადიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო გასაჩვრების” ,- განუცხადა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა