აზარტული თამაშებში ჩართული უცხოელები გადასახადისგან თავისუფლდებიან

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, აზარტულ თამაშებში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადასახადისგან თავისუფლდებიან.

კანონპროექტში, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით განიხილავს, ვკითხულობთ, „სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხისა)“.

ამასთან, გადასახადები არ ეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებულ დასაბეგრ შემოსავალსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხას.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით.“

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ