ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ქუთაისის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მგზავრი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტს გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)