“ავტომობილს, რომლის რუკაზეც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშეა, Solar Auto-სთან კავშირი არ აქვს” – კომპანიის განმარტება

BYD-ის მარკის ავტომობილს, რომლის ელექტრონულ რუკაზეც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები – და სამაჩაბლო – საქართველოს საზღვრებს შორის არ არის გამოხატული, Solar Auto-სთან კავშირი არ აქვს.
როგორც კომპანიამ BMG-სთან განაცხადა, BYD-ის ავტომობილებში, რომელთა იმპორტსაც Solar Auto ახორციელებს, ელექტრონული რუკის განსხვავებული აპლიკაციაა ჩატვირთული, რომლებზეც არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, კომპანიის განცხადებით, ელექტრონული რუკა, რომელზეც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს საზღვრებში არ არის მოქცეული, ავტომობილში დამოუკიდებლად უნდა იყოს ჩატვირთული.
“სავარაუდოდ რუკა თვითნებურადაა ჩაწერილი, ჩვენი ავტომობილი არ არის, მსგავს რუკებს არ ვწერთ, რომლებზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. BYD-ის ავტომობილებში რა რუკაც არის ჩაწერილი, საქართველო სრულად არის წარმოჩენილი, მხოლოდ ჩინეთის საზღვრებია გამოყოფილი”, – უთხრეს BMG-ს Solar Auto-ში.
საქმე ისაა, რომ ორი დღის წინ სოციალურ ქსელებში, TikTok პლატფორმაზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ BYD-ის ავტომობილში ჩატვირთულ ნავიგაციის სისტემაში აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსგან გამოყოფილია.
BYD-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია Solarauto-ა, რომლის გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ იმპორტირებული ავტომობილებში Solar Auto თავად წერს ფუნქციურ რუკას, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დარღვეული არ არის: