პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ავტომობილების განბაჟება ძვირდება. საქმე ეხება როგორც ძველ – 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებს, ისე ახალ მოდელებსაც.კანონპროექტს მხარი დაუჭირა ფრაქცია “ქართული ოცნების” 74-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი – პარტია “საქართველოსთვის” წევრები.“ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში”, – ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.“ქართული ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ მეორე და მესამე მოსმენა უკვე ხვალ, 1-ელ აპრილს გაიმართება. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, კანონი ძალაში 2 აპრილიდან შევა.კანონპროექტით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთი კუბურ სანტიმეტრზე 1,50 ლარი იქნება. დღეს მოქმედი აქციზის განაკვეთი ახალი მანქანებისთვის 0,8 ლარიდან 1,5 ლარამდე იყო. ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.ვტომობილის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის (კუბების) და ავტომობილის წლოვანების მიხედვით იანგარიშება. მაგალითად, მანქანა, რომელსაც „ორიანი ძრავა“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა არის 2,000 კუბური სანტიმეტრი. 1.5-იანი ძრავა ნიშნავს 1,500 კუბურ სანტიმეტრს და ა.შ.4,5 ლარი ერთ კუბზე ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ძრავის სიდიდეზე.ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია:ძრავის მოცულობა მრავლდება 4,5 ლარზე:ეკონომიური მანქანა (1.5 ძრავა): 1500 X 4.5 = 6750 ლარი.სტანდარტული სედანი (2.0 ძრავა): 2000 X 4.5 = 9000 ლარი.ჯიპი (3.0 ძრავა): 3,000 X 4.5 = 13 500 ლარი.



