ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა იწვის.
როგორც თვითმხილველი აცხადებს, ადგილზე აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
