ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა დაიწვა.
როგორც თვითმხილველი აცხადებს, ადგილზე აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
