“ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმი” – საქართველო “ფრიდომ ჰაუზის” ახალ შეფასებაში

ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმი – ასე შეაფასა „ფრიდომ ჰაუზმა“ წელს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა “გარდამავალი ქვეყნების” შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში. წლების განმავლობაში ქვეყანა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ჰიბრიდულ, რუხ ზონაშია. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ კვლევაში, ის ისეთი ქვეყნების კატეგორიაშია დასახელებული, როგორებიც სერბეთი და უნგრეთია. ანალიტიკოსების შეფასებით, მართალია, შედარებით ნაკლები სიმწვავით, მაგრამ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობა საქართველოს მმართველი გუნდისგანაც ნათელია. როგორ აფასებენ „ფრიდომ ჰაუზში“ ბოლოდროინდელ მოვლენებს და მათ გავლენას დემოკრატიაზე – ჩვენ ეს და სხვა კითხვები ორგანიზაციის უფროს კვლევით ანალიტიკოსს და კვლევის თანაავტორს, მაიკ სმელცერს დავუსვით.
რა ეტაპზეა საქართველო „ფრიდომ ჰაუზის“ წლევანდელ ანგარიშში და რა ადგილი უკავია მას „გარდამავალ დემოკრატიათა“ შორის?
ბევრ ასეთ ქვეყანაში ამგვარი კანონების – იქნება ეს „უცხოური გავლენის“ შესახებ, „უცხოური დაფინანსების“, „აგენტების“ თუ „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ – დანიშნულება არის ის, რომ ამოიღონ მიზანში და გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური ოპოზიცია, ძირი გამოუთხარონ „სხვა ხმებს“ საზოგადოების შიგნით.
ეს კვლევა 2023 წლის მოვლენებს აანალიზებს. ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ჰქონდა არჩევანი თავისი პოლიტიკური და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდირებასა და საჭირო რეფორმების განხორციელებას შორის იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო. როგორც ჩანს, მან აირჩია ძალაუფლების კონსოლიდირება და ჩვენ დავინახეთ პრობლემები.
ერთ-ერთი ისაა, რომ როდესაც საქართველოს ქულას ისტორიულ პერსპექტივაში ვუყურებთ, მას დაღმავალი დინამიკა აქვს. ამ წლის ანგარიშში ჩვენ აღვწერთ მას, როგორც „ავტოკრატიისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმს“, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში აჩვენა დემოკრატიისთვის უარყოფითი ტენდენცია. ცხადია, გასულ წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ეს დიდწილად განაპირობა, იყო „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონმდებლობის პარლამენტში წარდგენა, რამაც ფართომასშტაბიანი პროტესტი და წლის უდიდესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოვიდნენ გარეთ და ეს კანონპროექტი გააპროტესტეს. ამას თან ახლდა მზარდი საერთაშორისო წნეხიც. „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო კანონპროექტი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არსებობს ეს დინამიკა სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. მართალია, საქართველოს ქულა ამ წელს არ შეცვლილა, მაგრამ ეს მიანიშნებს გარკვეულწილად იმას, რომ საქართველო ვერ ახერხებს სტრუქტურულ წინსვლას დემოკრატიის კუთხით. ახლა კი, ამ კანონპროექტის ხელახლა წარმოდგენის გამო პროტესტი გრძელდება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება გასულ წელს „გადაურჩა ამ კანონის საფრთხეს“. თქვენ მას კვლევაში „რუსული სტილის კანონად“ მოიხსენიებთ. აგვიხსენით, რას ნიშნავს მისი მიღება ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებისთვის? მათ შორის იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის, რომელთა საქმიანობასაც დიდწილად სწორედ საერთაშორისო დონორები აფინანსებენ?
ამ კანონის თავიდან შემოთავაზება ნამდვილად არის ავტოკრატიისკენ მიმავალი იმ მახასიათებლების დემონსტრირება, როცა ხშირად, ასეთი ჰიბრიდული რეჟიმები, მთავრობები ეძებენ ხელსაყრელ მომენტს, რომ მიაღწიონ ძალაუფლების კონსოლიდირებას.
დიახ, ეს (კანონპროექტის უკან გაწვევა) განხილული იყო, როგორც პოლიტიკური განვითარება, დიდწილად იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო მთავრობაზე გავლენის მოხდენა, დარწმუნება იმაში, რომ მას უკან გაეწვია კანონპროექტი. ეს აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოში კვლავ აქვს ძალა და გავლენა. ეს გარკვეულწილად განასხვავებს ამ ქვეყანას იმ სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც წელს „ავტოკრატიისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს” ვუწოდებთ. ასეთებია სერბეთი და უნგრეთი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო ნაკლები გავლენა აქვს მთავრობის ქმედებებზე.
მაგრამ, ამ კანონის თავიდან შემოთავაზება ნამდვილად არის იმ ავტოკრატიისკენ მიმავალი მახასიათებლების დემონსტრირება, როცა ხშირად, ასეთი ჰიბრიდული, რეჟიმები, კონსოლიდირებული ძალები, მთავრობები ეძებენ ხელსაყრელ მომენტს, როცა სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება ან გაფანტულია, ან სხვა საერთაშორისო მოვლენები ხდება. ეს იმისთვის, რომ თავიდან წარმოადგინონ კანონმდებლობა, რომელიც რეალურად მათი იმ პროექტის საფუძველია, რაც ძალაუფლების კონსოლიდირებას გულისხმობს.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ახლაც აპროტესტებს ამ “რუსულ კანონს”, რუსულს, რადგან ცხადია, კრემლი იყო ის, ვინც წარმოადგინა და გამოიყენა ამ ტიპის კანონმდებლობა მოწინააღმდეგეთა დასასჯელად.
თუმცა ამ ტიპის კანონმდებლოობის მიღება არაა უნიკალური მოვლენა საქართველოში. სხვა მსგავს ქვეყნებშიც ჩნდება ასეთი კანონები. მაგალითად, ს პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი მსგავს კანონმდებლობას. უნგრეთში, ს მთავრობამ შექმნა თავისი “სუვერენიტეტის დაცვის სამსახური”, რომელიც ამ ტიპის კანონმდებლობის კიდევ ერთი სახე და განხორციელებაა.
კონსოლიდირებულ დემოკრატიებშიც კი, მაგალითად სლოვაკეთში, მმართველი კოალიციის ერთმა წევრმა წარმოადგინა ასეთი კანონმდებლობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, ს თუ სხვა საზოგადოებებისთვისაც, გააცნობიერონ, რომ ეს რეგიონის გამოწვევაა და თუკი სურთ იპოვონ საერთო, შემოქმედებითი გზა, მოძებნონ გამოსავალი გრძელვადიანი ცვლილების დასანერგად, მათ უნდა ითანამშრომლონ და ამ ქვეყნებში მოკავშირეებს შორის სოლიდარობა გააღრმავონ.
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ამ კანონის „რუსულ კანონად“ მოხსენიებას და ამბობს, რომ კანონპროექტი ევროპული და ამერიკული კანონმდებლობის მსგავსია და შესაბამისად, მისი „არადასავლურად“ ან მეტიც, „რუსულად“ შეფასება მცდარია. თქვენთვის რამდენად დასავლურად ან დემოკრატიულად გამოიყურება მსგავსი კანონის მიღება?
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმ გამოწვევაზე, თუ როგორ არის ფართოდ განმარტებული “უცხოური გავლენა”. ჩვენ ვხედავთ, როგორ ერევიან ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები სხვაგან ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ყოველდღიური დიპლომატია ბევრ ქვეყანაში, სახალხო დიპლომატია, თუ ასევე საკანონმდებლო და საარჩევნო საფეხურები. ასე რომ, არსებობს სურვილი, გაამყარო ქვეყნის სუვერენიტეტი და უზრუნველყო, რომ იქ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მთავრობისა და ხალხის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!

კახა კალაძე – ხვიჩა კვარაცხელია იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად – მისი განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! – არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!