ავტობუსში ცოლის მკვლელობის საქმე: სააპელაციომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

თბილისი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მსჯავრდებულ როინ მებონიასთვის პირველ გამოტანილი განაჩენი. ავტობუსში ცოლის, 31 წლის სოფო კვარაცხელიას სასტიკად მკვლელობისთვის მას მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში მებონიას შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კანონმდებლობის თანახმად, ეს გარემოება სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა და მას არა უვადოდ, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, გამოჯანმრთელებამდე იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვა.
პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში მოითხოვდა, სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დაწესებას.
როინ მებონია გაასამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, რომელიც სასჯელის ზომად 16-დამ 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს.
სოფო კვარაცხელიას ავტობუსში მკვლელობის ფაქტს მისი ორი შვილი, სამი დისშვილი და და შეესწრო. მკვლელობის კადრები აღბეჭდა ავტობუსში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერამაც.