ავტოავარიაში მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი

26 აპრილს მძიმე ავტოკატასტროფაში მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი. მისი მანქანა ამოტრიალდა სხვა ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბენ-გვირი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტამარ ბენ-გვირი ავარიაში მოჰყვა ქალაქ რამლაში სავარაუდო ტერაქტის ადგილიდან დაბრუნებისას. რამლაში ბოროტმოქმედი დანით დაესხა თავს 18 წლის გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მინისტრი და დაშავებული გოგონა იმყოფებიან ერთსა და იმავე საავადმყოფოში, ასაფ ჰაროფეში (შამირი).

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ