ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის განცხადებით, პირი, რომელიც ქალაქ ვილახში მოქალაქეებს დანით დაესხა თავს, რადიკალია და კავშირი აქვს ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
„სირიელი ეჭვმიტანილი, რომელიც გამვლელებს დანით დაესხა თავს, ისლამისტი თავდამსხმელი იყო, მას კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მისი რადიკალიზაცია ინტერნეტის საშუალებით მოხდა.
შეგახსენებთ, ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 23 წლის ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული სირიის მოქალაქეა, ის თავშესაფრის მაძიებელია, თუმცა ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა აქვს.
