ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ

ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ზუგდიდში, პირველი ნობელიანტი ქალის, ავსტრიელი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. წელს პრემია ჟურნალისტებს გადაეცათ.
რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია დადიანების სასახლეში გაიმართა. პროექტს, მეხუთე წელია, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის, ზუგდიდის მერიასთან და ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და, ხუთი წლის განმავლობაში, ზუგდიდში ცხოვრობდა.
ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ავსტრიელებსა და ქართველებს ერთმანეთთან დიდი კულტურა გვაკავშირებს.
“მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. პრემიის გადაცემას ვესწრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა მშვიდობისთვის და ეს დღეს-დღეობით ძალიან აქტუალური თემაა და, მე რომ მკითხოთ, ყველა ნომინანტი პრემიის ღირსია. ვიცი, რომ ზუგდიდი არის ძალიან ლამაზი, დიდი ისტორიის მქონე ქალაქი. ჩვენ დავათვალიერეთ მუზეუმი. ნაწილობრივ აღვიქვი აქაური ისტორია. ჩვენ – ავსტრიელებსა და ქართველებს გვაკავშირებს დიდი კულტურა, მუსიკა გვაკავშირებს და, საერთოდ, ტრადიციები”, – განაცხადა კლაუდია არპამ.
ავსტრიის ელჩის, თომას მილუმანის განცხადებით, ბერტა ფონ ზუტნერი არა მარტო ავსტრიისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
“ბერტა ფონ ზუტნერი არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება არა მარტო ავსტრიისთვის, არამედ – საქართველოსთვის. ის იღვწოდა მშვიდობისთვის და ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს, ყოველ წელს, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიით ადამიანების დაჯილდოებას, რადგან ეს ადამიანები იღვწიან მშვიდობისათვის. ასევე, მინდა მივულოცო ყველა ნომინანტს, მითუმეტეს – დღევანდელი დღის გამარჯვებულს “, – განაცხადა თომას მიულმანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა