ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.
“უახლოეს დღეებში მე გადავდგები როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გადასვლას,” – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და სოციალ-დემოკრატები სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს