ავსტრალიაში, ეპისკოპოსის დაჭრის საქმეზე შვიდი თინეიჯერი დააკავეს

ავსტრალიაში, ეპისკოპოსის დაჭრის საქმეზე შვიდი თინეიჯერი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სიდნეის პოლიცია ავრცელებს.
ავსტრალიის კონტრტერორისტული ძალების ჯგუფმა სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეპისკოპოსის დაჭრის შემდეგ დაკავებული 16 წლის ბიჭთან კავშირის ბრალდებით შვიდი თინეიჯერი დააკავა და ხუთი დაკითხა.
სიდნეის პოლიციის განცხადებით, თინეიჯერები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
შეგახსენებთ, 15 აპრილს, სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხორციელებულ თავდასხმას ავსტრალიის პოლიციამ რელიგიურად მოტივირებული ტერორისტული აქტი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ