ავიაკატასტროფა პოლონეთში – დაღუპულია სამხედრო თვითმფრინავის პილოტი

ავიაკატასტროფა პოლონეთში – ქალაქ რადოში, საჰაერო შოუსთვის მზადებისას, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების, F-16 ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მანევრის შესრულებისას მიწას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას პილოტი ემსხვერპლა.
რადომის ავიაშოუ პოლონეთში ყველაზე მასშტაბური ავიაღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად 1991 წლიდან იმართება. წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების ჩვენების გარდა, ასევე დაგეგმილი იყო სუ-22-ის სიმბოლური დამშვიდობება, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის სამსახურის შემდეგ პოლონეთის საჰაერო ძალებიდან ამოღებულია. მომხდარი ფაქტის გამო ღონისძიება გაუქმებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?