მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, სავარაუდოდ, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხში ტრამპისა და აშშ-ს პოლიტიკაში მოხდა ცვლილებები, რა გავლენას იქონიებს ამ პროცესებში ერთი მხრივ ჩინეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქეთის გააქტიურება, ასევე იმაზე, საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარი ცვლილებები როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ავთანდილ წულაძე ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, 9 მაისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამჯერადაც საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად და გათვალისწინებით გაიმართა.
ცხადია, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს რუსულ პროპაგანდას და ამ პროპაგანდის სულისჩამდგმელ პრეზიდენტ პუტინს სურდა, მაგრამ, ფაქტია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების ეს ღონისძიებები ჩატარდა. ბევრი ისეთი რამ ვიხილეთ, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, თუ როგორ აღინიშნა ფაშიზმის გამარჯვების 80 წლისთავი რუსეთით დედაქალაქში…
– ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ მთავარი იყო ჩინეთის ლიდერის სი ძინ პინის 4 დღიანი ვიზიტი მოსკოვში. ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ჩასვლა იყო პასუხი ტრამპის დიპლომატიაზე. შეიძლება ითქვას, რომ სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და ჩინეთისთვის დაპირისპირება. შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ამ 9 მაისს ეს თემა საბოლოოდ დაიხურა.
სი ძინ პინმა მოსკოვში ყოფნისას გამოაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. მხარი დაუჭირა პუტინს, ასე რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ჩიხში შევიდა. ჩვენ ახლა ტრამპის დამოკიდებულებაზე უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ვსაუბრობთ.
პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გლობალურად ჩიხშია შესული იმიტომ რომ ტრამპმა სატარიფო ომში ვერ გაიმარჯვა, ახლა ყველა ამბობს რომ ამ ომში ტრამპი ნამდვილად დამარცხდა და არაფერი არ გამოუვიდა. აშშ-ს არც ირანთან მოლაპარაკებებში გამოდის რამე. ვერც ჰამასის პრობლემაა გადაწყვეტილი. ახლა უკვე დაწყებულია ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ამით სარგებლობს ჩინეთი, რომელიც გამოიყენებს უკრაინა-რუსეთის ომს აშშ-ზე ზეწოლის განსახორციელებლად.
ტრამპის საგარეო პოლიტიკა გლობალურადაც ჩიხშია შესული იმიტომ რომ ტრამპმა სატარიფო ომში ვერ გაიმარჯვა, ახლა ყველა ამბობს რომ ამ ომში ტრამპი ნამდვილად დამარცხდა და არაფერი არ გამოუვიდა. აშშ-ს არც ირანთან მოლაპარაკებებში გამოდის რამე. ვერც ჰამასის პრობლემაა გადაწყვეტილი. ახლა უკვე დაწყებულია ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ამით სარგებლობს ჩინეთი, რომელიც გამოიყენებს უკრაინა-რუსეთის ომს აშშ-ზე ზეწოლის განსახორციელებლად
ევროპის ლიდერები ცდილობენ რუსეთი 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე წავიდეს. ამ თემაზე განცხადებები კი კეთდება, მაგრამ, ჩინეთმა რუსეთს დაუჭირა მხარი და დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი რუსეთისთვის ჩინეთის დახმარებით გაგრძელდება. ეს იქნება როგორც ეკონომიკურ ომში როგორც ტრამპზე, ისე ევროკავშირზე ზეწოლის ინსტრუმენტი. ჩინეთს ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური კავშირები კი აინტერესებს, მაგრამ, პეკინის პირობებზე.
ჩინეთს ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური კავშირები კი აინტერესებს, მაგრამ, პეკინის პირობებზე
– დამკვირვებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გაგრძელება ჩინეთს აწყობს, რადგან ომის მდგომარეობაში მყოფ რუსეთს ჩინეთზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის. თან პეკინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩინეთის ლიდერმა მოსკოვში ყოფნისას თქვა – „რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენო“. მისთვის დასჭირდა სის ასეთი განცხადების მოსკოვში გაკეთება?
– ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აზიური კულტურის ნაწილია განცხადებებში სიმბოლური გამოთქმების გამოყენება. სი-ს მოსკოვში ვიზიტის მიზანი იყო ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთი არის ჩინეთის გავლენის სფერო. სხვათა შორის, ჩინეთი უკვე დათანხმდა იმას, რომ ჩინეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის საკითხში მიმდინარე მოლაპარაკებებში.
სი-ს მოსკოვში ვიზიტის მიზანი იყო ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთი არის ჩინეთის გავლენის სფერო
ფაქტია, რომ ტრამპი კარგავს ინიციატივას, აგებს ეკონომიკურ ომს, აგებს დიპლომატიურ ომს, თუ ასეთ ფონზე შედგება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები, ეს მოლაპარაკებები ჩინეთის პირობებზე გაიმართება. უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ჩინეთის პირობებზე დათანხმება ფაქტიურად დასავლეთის დამარცხება იქნება.
დიახ. უკრაინა-რუსეთის ომის საშუალებით ჩინეთი მეტად დამოკიდებულს ხდის მასზე რუსეთს, მაგრამ, რუსეთისთვისაც ჩინეთია საშუალება თავის მიზნებს მიაღწიოს. თავის მხრივ, ჩინეთისთვის რუსეთია საშუალება გლობალურ პოლიტიკაში შექმნას იმგვარი პირობები, რომ ჩინეთი გახდეს მსოფლიო პოლიტიკის ლიდერი და ჩაანაცვლოს აშშ. ჩინეთი რუსეთს აშშ-ზე და დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
ტრამპი კარგავს ინიციატივას, აგებს ეკონომიკურ ომს, აგებს დიპლომატიურ ომს, თუ ასეთ ფონზე შედგება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები, ეს მოლაპარაკებები ჩინეთის პირობებზე გაიმართება. უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ჩინეთის პირობებზე დათანხმება ფაქტობრივად დასავლეთის დამარცხება იქნება
რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციას. ჩინეთს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი აწყობს, იმიტომ რომ ეს ამართლებს ჩინეთის მიერ ტაივანის მიერთებას.
მაგრამ, ჩინეთს არ აწყობს რომ უკრაინამ მოიგოს ომი რუსეთთან. პეკინს მოსკოვის მსგავსად არ უნდა უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, ასევე უნდა, უკრაინა ამ ომიდან სამხედრო თვალსაზრისით მაქსიმალურად დასუსტებული გამოვიდეს. ეს კი არც უკრაინის და არც ევროკავშირის ინტერესებში არაა. დღეს უკრაინის მილიონიანი ჯარი იცავს ევროპას. ასეთი დიდი ჯარი არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს.
– ვხედავთ, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიცია არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე იცვლება. ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. როგორც ამბობენ ამ თანამდებობას სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი რუბიო შეითავსებს.
არაა გამორიცხული თანამდებობიდან თავდაცვის მდივანიც გაუშვან, რომლის საკმაოზე მეტად უარყოფითი განცხადებები უკრაინაზე გვახსოვს. უკრაინის საკითხში რა შეიცვალა აშშ-ს პოზიციაში? საერთოდაც თუ შეიცვალა, რატომ? რა იყო ამის მიზეზი?
– ეს ტრამპის პიროვნებასთანაა დაკავშირებული. ტრამპი ხშირად ცვლის კადრებსაც და პოლიტიკასაც. როცა ბაიდენი იყო პრეზიდენტი, მას საკადრო პოლიტიკაც სტაბილური ჰქონდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც საკმაოდ სტაბილური პოლიტიკა ჰქონდა.
ტრამპის შემთხვევაში ვითარება ასეთია – რადგან არ გაამართლა კისინჯერის თეორიის განხორციელების მცდელობამ, იგულისხმება ჩინეთისთვის რუსეთის ჩამოშორება, ახლა ტრამპმა ფსონი გააკეთა მარკო რუბიოზე.
რუბიო უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. უკრაინაზე ზეწოლა ცალმხრივი პოლიტიკის შედეგი იყო. ახლა აშშ თავის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას უბრუნდება. ახლა ვიცი-პრეზიდენტი ვენსიც აცხადებს რომ აშშ ევროპის მოკავშირეა.
– ვხედავთ, რომ უკრაინის საკითხში საკმაოდ სოლიდარულია ევროპასთან თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი.
ახლა როცა ევროპა უსაფრთხოების ახალი ფორმების ძიებაშია, უკრაინა-რუსეთის ომიც ჩიხშია, სავარაუდოდ, რა როლი შეიძლება შეასრულოს თურქეთმა ამ პროცესებში?
– ამერიკელი პოლიტოლოგი ჯორჯ ფრიდმანი, რომელიც დიდი ხანია წერს იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი დასუსტდებიან და წლების განმავლობაში დაკარგავენ გავლენას. ამ თვალსაზრისით კი თურქეთს დიდი პოტენციალი აქვს. შესაძლოა, აშშ-თვის თურქეთი აღმოჩნდეს რუსეთის და ჩინეთის მთავარი საპირწონე. ისეთივე საპირწონე, როგორადაც რუსეთი მიიჩნეოდა ჩინეთის საპირწონედ.
შესაძლოა, აშშ-თვის თურქეთი აღმოჩნდეს რუსეთის და ჩინეთის მთავარი საპირწონე. ისეთივე საპირწონე, როგორადაც რუსეთი მიიჩნეოდა ჩინეთის საპირწონედ
ფრიდმანი თვლის, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმდენად ძლიერი, როგორც ადრე იყო, მას დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით არა აქვს პოტენციალი.
– ვიცით, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.
ქვეყნებს შორისაც საკმაოდ სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური ურთიერთობებია…
– ეს ურთიერთობები უფრო კომერციული ხასიათისაა. ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის აღდგენის მომხრეა. მეტიც, მას „დიდი ტურანის“ კონცეფცია აქვს. ანუ თურქულენოვანი ხალხები უნდა იყვნენ თურქეთის გავლენის სფეროში.
ერდოღანს ძალიან ამბიციური პროექტი აქვს. რაც შეეხება პუტინთან კავშირებს, ერდოღანს პუტინთან პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები აქვს
ამ ხალხებში შედიან ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცხოვრები ხალხები ტაჯიკების გარდა, რუსეთის სათათრეთში, ბაშკორკოსთანში, კალმიკეთში და იაკუტიაში მცხოვრები ხალხები. ყველა ისინი თურქულენოვანი ხალხებია.
ერდოღანს ძალიან ამბიციური პროექტი აქვს. ვიმეორებ, რაც შეეხება პუტინთან კავშირებს, მას პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები აქვს.
– უკრაინის საკითხში რა როლი შეიძლება შეასრულოს რუსეთმა?
– თურქეთს ჰყავს ძალიან დიდი ჯარი. ერდოღანს თურქეთის ჯარის უკრაინაში განლაგების არ შეეშინდება. თურქეთის ჯარი გამოცდილია ომებში, თან ფაქტია, რომ შავ ზღვას თურქეთის ფლოტი აკონტროლებს.
თურქეთს შეუძლია საერთოდ გააკეთოს თურქეთის გავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირება. ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის 50%-ის ტრანზიტი სწორედ თურქეთის სრუტეების გავლით ხდება. თუ ეს გზა თურქეთმა რუსეთს გადაუკეთა, ეს რუსეთისთვის ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასი იქნება.
– თუ ისევ 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებებს დავუბრუნდებით, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ასეთი სურათი იკვეთება – აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში არ ჩასულა, მაგრამ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფმა აღლუმში მონაწილეობა მიიღო.
სომხეთს „წითელ მოედანზე“ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო დანაყოფი არ გაუგზავნია, მაგრამ, პრემიერი ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა.
საქართველოს ხელისუფლებიდან მოსკოვში არავინ ჩასულა, მაგრამ, თუ ხელისუფლების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათი რიტორიკა რუსულ პროპაგანდას ძალიან ჰგავს…
ის, რაზეც ისაუბრეთ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე?
– ჩემი აზრით, ამდენი სტუმარი რომ ჩავიდა მოსკოვში, ეს სი ძინ პინის დამსახურებაა და არა პუტინის. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენა ძალიან დიდია. რადგან სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა, ცენტრალური აზიის ლიდერებიც ამიტომ იყვნენ ჩასული.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას. სამხრეთ კავკასია იძულებულია დააბალანსოს რამდენიმე დიდი ძალა – ჩინეთი, რუსეთი და დასავლეთი. დასავლეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ უნდა დავივიწყოთ. საქართველოს რაც შეეხება. საქართველოს რუსეთთან არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამიტომ იქ ჩვენი წარმომადგენლის ჩასვლა სწორი არ იქნებოდა.
სამხრეთ კავკასია იძულებულია დააბალანსოს რამდენიმე დიდი ძალა – ჩინეთი, რუსეთი და დასავლეთი
– აზერბაიჯანმა ჩინეთთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მაგრამ, პრეზიდენტი ალიევი მოსკოვში არ ჩასულა, იმის ნაწილი ხომ არ შეიძლება იყოს, რომ ბაქო და ანკარა მოკავშირეები არიან და უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით თურქეთი გააქტიურებას გეგმავს?
– მე მგონი რუსეთში აზერბაიჯანული ჩამოგდებული თვითმფრინავის ფაქტორიც მუშაობს.
ბაქო მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, მაგრამ რუსეთს აზერბაიჯანისთვის ბოდიში არ მოუხდია.
ალიევმა მოსკოვში სამხედრო დანაყოფი გაგზავნა, მაგრამ, თავად არ ჩასულა.
– ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლვოვში ჩავიდნენ. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები აპირებენ კიევში ჩასვლას. ევროკომისარმა კაია კალასმა თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინას კიდევ ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს.
პუტინი კი აცხადებს, – „მთელი ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს, სიმართლე ჩვენს მხარესააო“, მაგრამ მთლად ასეც რომ არაა, ვიცით. ასევე ის, რომ ასე ევროპაში არ ფიქრობენ.
ევროპელი ლიდერები რის დემონსტრირებას ცდილობდნენ ეს დღეები ლვოვშიც და კიევშიც?
– რუსეთში საზოგადოება დუმს, იმის გამო რომ რუსეთი ომს უკრაინაში აწარმოებს, არავინ პროტესტს არ გამოთქვამს. უკრაინაში ომის წარმოებას ხალხი უჭერს თუ არა მხარს, რუსეთში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია და როგორც ყველა ავტორიტარულ ქვეყნებში საზოგადოება რას ფიქრობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
უკრაინაში ომის წარმოებას ხალხი უჭერს თუ არა მხარს, რუსეთში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია და როგორც ყველა ავტორიტარულ ქვეყნებში საზოგადოება რას ფიქრობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
რაც შეეხება ევროპელი ლიდერების აქტიურობას, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვა. ფაქტიურად უკრაინა იცავს ევროპას და ევროპა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას.
უკვე ჩანს, რომ აშშ უბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში თავის ტრადიციულ პოლიტიკას. დაიწყება ევროპასთან ალიანსის აღდგენაზე მუშაობა. ასე იქნება იმის გამო, რომ რუსეთთან მარტო ამერიკას არაფერი გამოუვიდა. კისინჯერი თეორია დამარცხდა.
ამავე დროს, ტრამპი დათანხმდა იმას, რომ სი ძინ პინმა მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში. ვხედავთ ასევე, რომ აშშ-მ ამ თამაშში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ჩართო. ყველაფრიდან ჩანს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პროცესები, შესაძლოა, სხვა მიმართულებით განვითარდეს.
რუსეთთან მარტო ამერიკას არაფერი გამოუვიდა, კისინჯერი თეორია დამარცხდა, აშშ უბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში თავის ტრადიციულ პოლიტიკას, დაიწყება ევროპასთან ალიანსის აღდგენაზე მუშაობა
ჩემი აზრით, ტრამპის მმართველობის პირველი 100 დღე იყო ექსპერიმენტი. ტრამპი ამას აკეთებდა იმის გამო, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საშინაო პოლიტიკაში არსებულ განწყობებზე და იმაზე, თუ როგორ ებრძვიან საშინაო პოლიტიკაში „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ პარტიები.
საგარეო პოლიტიკაში ტრამპის ექსპერიმენტი დამთავრდა, აშშ საგარეო ასპარეზზე თავის ტრადიციულ პოლიტიკას უბრუნდება
ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენი საპირისპირო ნაბიჯებს იმის გამო დგამდა, რომ აცხადებდა, – ომი უკრაინაში ბაიდენის ბრალი იყო. მას შემდეგ, რაც ტრამპს პუტინთან მოლაპარაკებები არ გამოუვიდა.
ახლა აშშ უბრუნდება იმ პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენი ატარებდა. საგარეო პოლიტიკაში ტრამპის ექსპერიმენტი დამთავრდა, აშშ საგარეო ასპარეზზე თავის ტრადიციულ პოლიტიკას უბრუნდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
