ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – რუსები ავდიივკას დიდი ძალებით უტევენ

რუსები ავდიივკას დიდი ძალებით უტევენ, – ამის შესახებ ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, მტერი ზეწოლას ყველა მხრიდან ახორციელებს. არ არსებობს ჩვენი ქალაქის არც ერთი ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მშვიდია. ისინი შეტევას დიდი ძალებით ახორციელებენ“, – განაცხადა ვიტალი ბარაბაშმა.
ბარაბაშმა აღნიშნა, რომ რუსები შეტევებს საჰაერო დარტყმების, არტილერიისა და ქვეითების გამოყენებით ახორციელებენ, რადგან რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკა რბილ ნიადაგზე ვერ გადაადგილდება.
„ზოგიერთი მიმართულებით სიტუაცია უბრალოდ დაუჯერებელია“, – აღნიშნა ვიტალი ბარაბაშმა.