აეროპორტში ქალი დაჭრეს

მაიამის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურას, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქალის დაჭრის შესახებ. ინფორმაციას dailymail ავრცელებს
მაიამის პოლიციის დეპარტამენტმა დაუდასტურა, აეროპორტის დახურვის შესახებ, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების შესახებ გამოძიების დასრულებამდე.
თვითმხილველები X – ზე წერენ, რომ მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ქალი დაჭრეს
,,ეჭვმიტანილი სავარაუდოდ დააკავეს, დაზარალებულს კი, ექიმების მისვლამდე მოქალაქეებმა გაუწიეს.” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი
გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზირებული
აეროპორტის კიდევ ერთი მგზავრი ამტკიცებდა X-ზე, რომ მაიამის საერთაშორისო აეროპორტში იყო „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა“
„ჩვენ ვაპირებდით დუბაიში გაფრენას, როდესაც გვთხოვეს ტერმინალის დატოვება და ევაკუაცია” – ამბობს მგზავრი
აეროპორტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვიცით ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა დღეს საღამოს მაიამის საერთაშორისო აეროპორტის Concourse J საერთაშორისო გასასვლელში“.
,,ჩვენ გვინდა დავრწმუნოთ საზოგადოება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჩვენი მგზავრების, პერსონალის და ვიზიტორების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და სიტუაცია მყისიერად განიმუხტა.” – აცხადებს აეროპორტის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ