ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს

ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის თქმით, თუ ბრიუსელის ამჟამინდელი კურსი გაგრძელდება, ევროპის ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება.
„ამერიკელებს მეტი გონიერება აქვთ. 2022 წელს ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. ახლა იმ წერტილამდე მივედით, სადაც ევროპის სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მზად არიან ჯარები განათავსონ უკრაინის ტერიტორიაზე. ასეთი ევროპული ლიდერობით შეუძლებელია კურსის შეცვლა, უკან დახევა ან ამ ჩიხიდან გასვლა. ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს (და ჩვენ ის გვაქვს), ამ ომში არ ჩაერთვება, თავის ქვეყანას ომის ეკონომიკად არ გადააქცევს“, – განაცხადა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან