ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მისალოცი წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.
“საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე თქვა, რომ “პოლიტიკური სიბეცეა” საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თავშეკავება აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით თავშეკავება.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელში – Facebook-სა და X (ყოფილ Twitter-ზე) არ გამოუქვეყნებია.
ს გარდა, თემაზე კომენტარი თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და უმრავლესობის ლიდერმა მაც გააკეთეს. მათ პრეზიდენტი გააკრიტიკეს.