ადვოკატი – როგორც ყველა პატიმარს, ირაკლი ღარიბაშვილსაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება იმას, ითვალისწინებს თუ არა ეს დანაშაული ვადაზე ადრე გათავისუფლებას, როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს, შაყულაშვილმა უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება…“- განაცხადა შაყულაშვილმა.